ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი არბევს. მანამდე ათეულობით აქტივისტი ცესკოს შენობასთან პროტესტს გამოხატავდა.
რამდენიმე წუთის წინა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დარბევის დაწყებამდე წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.
მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათი ნაწილი ჯერ ცესკოს შენობასთან მისული არაა.